Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ

იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე (სამართალი და საერთაშორისო სამართალი)
მაგისტრანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმება  იწარმოებს 20-21 სექტემბერს, I კორპუსი, 06 აუდიტორია, 11:00-დან 17:00სთ-მდე.


წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

• ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
• ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2021 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
• უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).


დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ მაგისტრატურის კოორდინატორს 
მაია გვილავას 577170755